დანიელე რუგანი კორონავირუსისგან ბოლომდე გამოჯანმრთელდა

 

დანიელე რუგანი კორონავირუსისგან ბოლომდე გამოჯანმრთელდაიტალიიდან კარგი ამბები ვრცელდება და ტურინის იუვენტუსის მცველი დანიელე რუგანი კორონავირუსისგან ბოლომდე გამოჯანმრთელდა. მან ორი ტესტი გაიარა, რომლებმაც აჩვენეს რომ რუგანის ვირუსი აღარ აქვს და ის სრულიად ჯანმრთელია.

რუგანიმ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა რომ ის ძალიან ბედნიერია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ იუვენტუსის ფრანგმა ნახევარმცველმა ბლეზ მატიუდიმ დაამარცხა კორონავირუსი, ხოლო პაულო დიბალა კი თავს უკეთესად გრძნობს და გამოჯანმრთელებასთან ახლოს არის.