“დედააფეთქებულ პანდემიას იყენებენ პოლიტიკური პიარისთვის” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დღეს 2 საათზე იპოდრომზე აქციას მართავს

"დედააფეთქებულ პანდემიას იყენებენ პოლიტიკური პიარისთვის" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დღეს 2 საათზე იპოდრომზე აქციას მართავსზურაბ გირჩი აბაშიძე დღეს 2 საათზე იპოდრომზე მთავრობის საწინააღმეგო აქციას მართავს.

ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:

“რატომ გვატყუებს მთავრობა და რატომ უნდა ამოვიღოთ ხმა

კორონას პანდემიას საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ აქედან რომელიმე დასასრული:

ა) ვირუსი გაქრება (მაგალითად, ჰიპოთეტურად, თუ მოვახდენთ ყველა ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, იზოლაციას, განკურნებას)

ბ) შეიქმნება ვაქცინა

გ) შეიქმნება წამალი

დ) მიღწეული იქნება პოპულაციური (ჯოგური) იმუნიტეტი

აქედან რომელი შეიძლება მოესწროს 22 მაისამდე?

ა) შეუძლებელია. არაადმინიატრირებადია. და რომც იყოს შესაძლებელი, არამდგრადია, რადგან რჩება კითხვა – რამდენ ხანს იქნება ქვეყანა დაკეტილი? როგორც კი გაიხსნება, ვირუსი ისევ შემოვა და ეპიდემია განახლდება.

ბ) შეუძლებელია. ყველაზე ოპტიმისტური სცენარით ვაქცინის შექმნას 1.5 წელი დასჭირდება. თუმცა სრულიად რეალისტურია ისეთი სცენარიც სადაც ვაქცინა საერთოდ ვერ იქმნება ან მისი ეფექტურობა არის ძალიან დაბალი.

გ) შეუძლებელია. ყველაზე ოპტიმისტურ სცენარშიც კი სანამ ასეთი წამალი შეიქმნება, დაიტესტება და დაიშვება ბაზაზრზე, რამდენიმე თვე გავა. ასევე შესაძლოა ვერც მოხდეს მაღალი ეფექტურობის მქონე მედიკამენტის შექმნა და არსებული ანტივირუსული პრეპარატებით მოუწიოს კაცობრიობას ამ ვირუსთან გამკლავება.

დ) შეუძლებელია. იმის გამო რომ სახლებში ვართ გამოკეტილი, შეზღუდულია ვირუსის გავრცელება ნაკლები რისკის მქონე ჯგუფებში, შესაბამისად მოსახლეობის დიდი ნაწილის ორგანიზმში ვერ გაჩნდება ანტისხეულები ვირუსის იოლად გადატანის შედეგად.

აბა რას ველოდებით 22 მაისს?

რითი იქნება 22 მაისი, საგანგებო მდგომარეობის დასრულების ახალი თარიღი, განსხვავებული 21 აპრილისგან?

არაფრით

უსინდისოდ გვატყუებენ

დედააფეთქებულ პანდემიას იყენებენ პოლიტიკური პიარისთვის

გაჩანაგებული იმიჯიდან შეიქმნეს ახალი, ჩვენზე ეფექტური მზრუნველისა და ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული მთავრობის იმიჯი

სულელები ვგონივართ

და თუ მართლა სულელები აღმოვჩნდით, წაუგებელ თამაშს თამაშობენ:

თუ ეპიდემიას მოჰყვა მძიმე შედეგები – იტყვიან, რა ვქნათ, ხომ ნახეთ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლოო (რაც ტყუილი იქნება, მაგრამ სულელი იმიტომაა სულელი რომ ამას ჭამს)

თუ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა – იტყვიან, აგერ, ხომ ნახეთ, ჩვენ შევაჩერეთ აპოკალიფსიო (და სულელები ამასაც ჭამენ)

შედეგად:

1. ჩვენ უფრო დიდხანს ჩავრჩებით სიღარიბეში და ფასი რომელსაც სიცოცხლეებით გადავიხდით, იქნება ბევრად მაღალი

2. ვირუსი მაინც გავრცელდება როგორც კი გამოვალთ სახლებიდან და იგივე გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ (შეიძლება არც), რომელსაც ახლა შესაძლოა დროში ვავადებდეთ – ვირუსის გავრცელების სიჩქარე იყოს ისეთი რომ ჯანდაცვის სისტემამ გაუძლოს მძიმე პაციენტების ნაკადს

ამიტომ უნდა ამოვიღოთ ხმა – მინიმუმ ვაჩვენოთ რომ სულელები არ ვართ

ამის გამო გავდივარ დღეს, 14.00-ზე ძველ იპოდრომზე”