გოგა ხაინდრავა – „სააკაშვილი ნამდვილად პაროდიაა, ზელენსკი უფრო სერიოზულად და გააზრებულად უნდა მოქმედებდეს”

გოგა ხაინდრავა - „სააკაშვილი ნამდვილად პაროდიაა, ზელენსკი უფრო სერიოზულად და გააზრებულად უნდა მოქმედებდეს"გოგა ხაინდრავამ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე „იმედის კვირაშ“ ისაუბრა. რეჟისორის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის შედეგები უკეთ უნდა გათვალოს.

„სააკაშვილი ნამდვილად პაროდიაა. ყველამ კარგად ვიცით ვინც არის. ერთი და იგივე ფოცხზე ფეხის დადგმა ჩემი აზრით უკვე იმაზე მეტყველებს, რომ სერიოზულად არ უდგები საქმეს და როდესაც 50-მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტი ხარ უფრო სერიოზულად და გააზრებულად უნდა მოქმედებდე. აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ეს არის შეურაცხყოფა, იმიტომ რომ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების წესები და არსებობს უკრაინული კანონმდებლობა, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ მსჯავედებული ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა არ შეიძლება. ის რომ პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ არ იცის არის სამარცხვინო. თუ იცის და მაინც აკეთებს, ეს არის საგანგაშო“, – ამბობს ხაინდრავა.

ხაინდრავამ ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი მისწერა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტს საერთაშორისო სამართლის ნორმები შეახსენა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს.

იმედინიუსი