საქმე გვაქვს ბოროტ ხელისუფლებასთან, რომელიც არ გასწორდება არასდროს, როგორც ძაღლის კუდი, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას გამოეხმაურა.
ამასთან, სანიკიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევა არის.
„ვნახოთ ჯერ, რაღაცები უნდა მოვილაპარაკოთ ალბათ ოპოზიციამ, იმიტომ რომ, ასე აღარ შეიძლება“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.
იპნ

