გურამ დონაძე გაათავისუფლეს

გურამ დონაძე გაათავისუფლეს

ხელისუფლებასთან გარიგება შედგა!

„ახალი თაობისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გურამ დონაძე პატიმრობიდან გათავისუფლეს. როგორც ცნობილია, გურამ დონაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცა.

ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა, რომ დონაძე ჩვენებას მისცემდა ოქრუაშვილის წინააღმდეგ, სანაცვლოდ კი მიიღებდა თავისუფლებას. როგორც ჩანს, გარიგება შედგა. ზურაბ მიქაძე ციხეს ივნისის თვეში დატოვებს.

დონაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ოქრუაშვილის თანაპარტიელებმაც დაგვიტასტურეს.

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი აღმიშნულის შესახებ განცხადებას პარტიის ოფისში 15 საათზე გააკეთებს.