გურიის პოლიციის უფროსი შოთა ხაჟომია გადადგა

გურიის პოლიციის უფროსი შოთა ხაჟომია გადადგაგურიის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსმა შოთა ხაჟომიამ პოსტი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

შოთა ხაჟომია 1986 წელს დაიბადა. უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქვს მიღებული, პროფესიით სამართალმცოდნეა.

გურიის საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობამდე მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

ვინ იქნება ხაჟომიას შემცვლელი გურიის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია.

რუსთავი 2