გვარდიოლას დედა კორონავირუსს ემსხვერპლა

გვარდიოლას დედა კორონავირუსს ემსხვერპლამანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას დედა დოლორესი 82 წლის ასაკში ბარსელონაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის კორონავირუსს ემსხვერპლა. მანჩესტერ სიტიმ გვარდიოლას დედის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა.

აღსანიშნავია რომ რამდენიმე კვირით ადრე გვარდიოლამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბარსელონას ერთ-ერთ ფონდში მილიონი ევრო ჩარიცხა.