იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებას არ აპირებს

იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებას არ აპირებსმილანის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯერჯერობით კარიერის დასრულებას არ აპირებს, თუმცა მისი თქმით შესაძლოა მან გადაწყვეტილება შეცვალოს, რადგან ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე:

“ჯერჯერობით ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ და არ მინდა რომ კარიერა დავასრულო, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი ერთ დღეს შეიცვალოს. ამჟამად იტალიაში ძალიან რთული სიტუაციაა და ბუნებრივია ეს მაწუხებს. მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო“.