ინგლისი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანზე გამოცდას 23 აპრილიდან იწყებს

ინგლისი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანზე გამოცდას 23 აპრილიდან იწყებსდიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეთ ჰენკოკის განცხადებით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს, ხუთშაბათიდან დაიწყება.

ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფის წევრის ცნობით კი, თუკი გამოცდა წარმატებით ჩაივლის, მილიონობით ვაქცინის დოზა გამოყენებისთვის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„შემიძლია განვაცხადო, რომ ოქსფორდის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ვაქცინის ხალხზე გამოცდა ამ ხუთშაბათიდან დაიწყება“, – აღნიშნა ჰენკოკმა.

ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ჰენკოკმა ცოტა ხნის წინ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ვაქცინის შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს.

იპნ