ჯორდან ჰენდერსონი: “ვირუსს ერთად უნდა ვებრძოლოთ“

ჯორდან ჰენდერსონი: “ვირუსს ერთად უნდა ვებრძოლოთ“ლივერპულის კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა განაცხადა რომ საზოგადოების ყველა წევრი უნდა გაერთიანდეს და ვირუსს ერთად ებრძოლოს. ჰენდერსონის აზრით ფეხბურთელებს აქვთ შესაძლებლობა რომ ამ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ:

“ფეხბურთელებს ფინანსური რესურსი საკმაოდ მაღალი გვაქვს, ამიტომ აუცილებლად უნდა ჩავრიცხოთ თანხა იმ ფონდებში, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან. ეს ჩვენი მოვალეობაა, ისევე საზოგადოების სხვა წევრების“. ჰენდერსონმა ასევე დაამატა რომ მას ფეხბურთი ძალიან ენატრება.