კრიშტიანო რონალდუ: “ მინდა ხალხს მაქსიმალურად დავეხმარო“

კრიშტიანო რონალდუ: “ მინდა ხალხს მაქსიმალურად დავეხმარო“პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა რომ მას სურს ხალხს მაქსიმალურად დაეხმაროს. რონალდუს თქმით მან უკვე გადარიცხა თანხა და ამაზე არ გაჩერდება:

“ამჟამად ხალხის ბედი მაღელვებს და ვისაც ბევრი ფული აქვს, ის აუცილებლად უნდა დაეხმაროს საზოგადოებას. ყველას მოვუწოდებ ასე გააკეთოს. ყველა უნდა გაერთიანდეს იმისთვის რომ შედეგს მივაღწიოთ და ვირუსი დავამარცხოთ“.