ლევან ხაბეიშვილი – ისევ პრადოებზე სხედხართ, კარგს ჭამთ და კარგს სვამთ! ცოტა აზრზე მოდით! ხალხი მშიერი დაიხოცება!

ლევან ხაბეიშვილი - ისევ პრადოებზე სხედხართ, კარგს ჭამთ და კარგს სვამთ! ცოტა აზრზე მოდით! ხალხი მშიერი დაიხოცება!

ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას მიმართავს და აფრთხილებს, რომ თუ ასე გაგრძელდა მოსახლეობის ნაწილი შიმშილით დაიხოცება.

„ხელისუფლება ოფიციალურად იმეტებს ადამიანებს, რომ შიმშილით დაიხოცონ! დიახ! აი, ასე უბრალოდ მშივრები დაიხოცონ! ისედაც ასიათასობით ბავშვი შიმშილობდა საქართველოში და წარმოგიდგენიათ ამ 60 დღიანი გაჩერების პირობებში რა ხდება? ბავშვები, მცირეწლოვნები, ჩვილები, ხანში შესული ადამიანები, მარტოხელები უბრალოდ დაგვეხოცება ლუკმის გარეშე!

თქვენ რომ მაძღრები ხართ და ბოლო თაობის ტელეფონებით მომარჯვებულები ხან “ტიკტოკზე” ღლიცინებთ და ხან ტუალეტის ქაღალდის კენწვლის ჩელენჯში მონაწილეობთ, არ ნიშნავს, რომ სხვასაც აქვს საშუალება! თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა ამ ადამიანებს თავისივე თანხა დაურიგოთ! აი ასე, აიღოთ და დაურიგოთ! “იჩელენჯონ” და გაერთონ ისინი, ვინც მთავრობაში არ არის და არც ვალდებულებები აქვთ! თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ისევ პრადოებზე სხედხართ, ისევ იღებთ მილიონებს, ისევ კარგს ჭამთ და კარგს სვამთ! ერთადერთი რაც მოგაკლდათ, “პაესტკებია”!

ცოტა აზრზე მოდით! ხალხი მშიერი დაიხოცება!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.