მარნეულში მაღაზია გაქურდეს

მარნეულში მაღაზია გაქურდესმარნეულში, სადაც კარანტინის უმკაცრესი ზომები მოქმედებს, მაღაზია გაქურდეს. წაღებულია თანხა, საკვები და ნისიის რვეულიც კი.
მაღაზიის მფლობელი აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა გატეხეს კარი და ჩაამტვრიეს შუშები.
მეპატრონე ამბობს, რომ დილითვე დაურეკა პოლიციას, თუმცა საპატრულო პოლიცია ადგილზე ძალიან გვიან მივიდა.
“გუშინ ღამით გაქურდეს მაღაზია, სალაროდან დიდი რაოდენობის თანხა, პროდუქტები და ნისიების რვეულიც კი წაიღეს. დილის 8 საათზე გამოვიძახეთ პოლიცია და შუა დღის პირველ საათზე მოვიდნენ. ესაა პოლიციის მუშაობა?” – აცხადებს მაღაზიის მეპატრონე.

შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ბრალდებული პირი კი დაკავებულია.

ნიუპოსტი