მარტვილში 24 წლის 9 თვის ორსულმა თავი მოიკლა

მარტვილში 24 წლის 9 თვის ორსულმა თავი მოიკლამარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, 24 წლის 9 თვის ორსულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სხვა დეტალები არ ხმაურდება.

გარდაცვლილს 4 წლის ვაჟი დარჩა.

„რა გითხრათ, ისე ვინერვიულე, წნევა მაქვს. დეტალებზე არ მსურს საუბარი”, – გვითხრა სოფლის რწმუნებულმა, გენადი კვაშილავამ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმტაიმი