ნიკა გვარამიას დაცვი წევრმა თემო სამხარაძემ თავი მოიკლა.
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:
“გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი.
არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა, მაგრამ ამ დილით გადაწყვიტა, რომ უნდა დავეტოვებინეთ და მუდმივი ტკივილი მოესაჯა ყველასთვის, ვისაც გვიყვარდა და გვჭირდებოდა.
დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი, ჩემი ოჯახის მოყვარული და გულშემატკივარი, ჩემი ბრძოლის თავდადებული ჯარისკაცი – თემო სამხარაძე.
არასდროს დამავიწყდები, იძინე მშვიდად 💔

