ფოთში სახლი ჩამოინგრა – 2 მამაკაცი დაშავდა

ფოთში სახლი ჩამოინგრა - 2 მამაკაცი დაშავდაფოთში, სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამო ორი მამაკაცი დაზიანდა. შემთხვევა იმერეთის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივნის მოაჯირის ჩამონგრევამ გამოიწვია.

ადგილზე გამოცხადებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათ პირველადი დახმარება გაუწია და ტრავმირებული მამაკაცები ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანა.

“ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა ორი დაზარალებული, რის გამოც საჭირო გახდა მეორე ეკიპაჟის გამოძახება. ერთ მამაკაცს აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და მრავლობითი დაზიანებები, მეორეს კი მხოლოდ კოჭ-წვივის ტრავმა. ორივეს ადგილზე გაეწია დახმარება და გადაყვანილიქნა ქობულეთის მრავალპროფილურ კლინიკაში,”- განცხადა ფოთის სასრაფო -სამედიცინო დახმარების სამსახურის მენეჯერმა კესო გელენიძემ.

რუსთავი 2