ფრანგმა მუსიკოსებმა კარანტინში რაველის ბოლერო შეასრულეს – ვიდეო

ფრანგმა მუსიკოსებმა კარანტინში რაველის  ბოლერო შეასრულეს - ვიდეოსაფრანგეთის ნაციონალური ორკესტრის მუსიკოსები კარანტინში ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის მორის რაველის ნაწარმოებს „ბოლეროს“ ასრულებენ. ვიდეოს, რომელიც 29 მარტს განთავსდა, ინტერნეტში მილიონობით ნახვა აქვს.

„რთულ პერიოდში, რომელსაც ჩვენ ყველა განვიცდით, საფრანგეთის ეროვნული ორკესტრის მუსიკოსებს გაუჩნდათ სურვილი, მანძილის მიუხედავად, ერთად შეესრულებინათ ნაწარმოები, რათა თითოეულ ადამიანს შესთავაზონ და გაუზიარონ ის, რაც მათ ყველაზე კარგად გამოსდით – მუსიკა“, – ნათქვამია საფრანგეთის ეროვნული ორკესტრის განცხადებაში.

ორკესტრის წარმომადგენელთა თქმით, სოციალური დისტანცირების პირობებში მუსიკა ადამიანების საუკეთესო დამაკავშირებელია. მუსიკოსები იმედოვნებენ, რომ რაველის ნაწარმოების ნოტები სიხარულისა და ნუგეშის მომგვრელი იქნება ადამიანებისთვის კორონავირუსით გამოწვეულ რთულ პერიოდში.

პირველი არხი