პოლ პოგბა: “ ტრავმამ კიდევ უფრო გამაძლიერა“

პოლ პოგბა: “ ტრავმამ კიდევ უფრო გამაძლიერა“მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა რომ ტრავმებმა ის მორალურად უფრო ძლიერი გახადეს და როდესაც ის მოედანზე დაბრუნდება, ამას ყველა დაინახავს:

“რთულია, როდესაც შენი თანაგუნდელები მოედანზე არიან, შენ კიდევ ამ ყველაფერს მხოლოდ ტრიბუნიდან უყურებ. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ტრავმა მთავარი მტერია და ამას არავის ვუსურვებ. ამ ყველაფერში კარგი ის არის რომ მორალურად უფრო ძლიერი ხდები და ცდილობ მოედანზე მოტივირებული დაბრუნდე“. პოგბას დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.