“პოლიტიკური შურისძიების გამო პრემიერს უწევს ტყუილის თქმა” – რა წერია გახარიას ხელმოწერილ დადგენილებაში

ენმ გახარიას მისივე ხელმოწერილ დადგენილებას ახსენებს, სადაც წერია რომ ჩარტერული რეისების განხორციელებას ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა სჭირდება.
“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს.ხატია დეკანოიძე გიორგი გახარიას დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ენმ- ემიგრანტების დაბრუნების საკითხზე “მხოლოდ ჭორაობს”. და ემიგრანტების ჩამოყვანა უმარტივესი საკითხია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “პოლიტიკური შურისძიების გამო პრემიერს უწევს ტყუილის თქმა”.

“ასე არ არის, რომ ვიღაცა ადგეს, თვითმფრინავში ჩასვას ხალხი და ჩამოვიდეს. 21 მარტის დადგენილებაში, რომელსაც თავად პრემიერი აწერს ხელს ცალსახად და ნათლად არის რამდენიმე პუნქტი. ამ დადგენილებაში, რომელიც უზრუნველყიფს პრეზიდენტის დეკრეტს საგანგებო მდგომარეობის შესახებ წერია: პირველი – არავითარი ავიარეისები, ავიაგადაზიდვები არ იქნება. საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოში აკრძალულია ავიამიმოსვლა. მეორე – თუ ჩარტერული რეისების საქართველოში ჩამოფრენის ნებართვას ეკონომიკის სამინისტრო საავიაციო სსაგრნტოსთან ერთად იძლევა.

ჩვენ რაც ვთხოვეთ ეს იყო საელჩოებიდან ნოტა, გამოყოფა უფლებამოსილი ადამიანების, ვინც ამ დადგენილების მიხედვით ტექნიკურ პრობლემებს საფეხურებს განიხილავდა ჩვენთან ერთად”- განაცხადა დეკანოიძემ.