პსჟ მბაპეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

პსჟ მბაპეს ახალ კონტრაქტს სთავაზობსპსჟ მზად არის თავის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს კილიან მბაპეს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, მიუხედავად იმისა რომ პანდემიის გამო პსჟ-ც დაზარალდა ფინანსურად, ისევე როგორც სხვა გუნდები. პსჟ მბაპეს უფრო მაღალ ანაზღაურებას შესთავაზებს და მისი ხელფასი ნეიმარისას მიუახლოვდება და პარიზული გუნდი სწორედ ამ გზით აპირებს მბაპეს შენარჩუნებას.

მბაპეს შეძენა ყველაზე მეტად მადრიდის რეალს სურს, რომლის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი არ მალავს რომ მბაპე მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და მას ძალიან უნდა ამ ფეხბურთელის თავის გუნდში ხილვა.