ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა დავით კობაიძე გორის იზოლატორში იმყოფება

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა დავით კობაიძე გორის იზოლატორში იმყოფებაყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა დავით კობაიძე გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ის ადვოკატს ამ დრომდე არ მოუნახულებია. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებს თუ არა დანაშაულს დაკავებული სასულიერო პირი.

ადვოკატი ბრალდებულს დღეს მოინახულებს.

“ცეცხლსასროლი იარაღისა და ასევე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპზე სხვა მე ვერაფერს ვერ გეტყვით. დანარჩენზე, როცა მოვინახულებ, მას შემდეგ შემიძლია დეტალურად გესაუბროთ.

ჯერჯერობით გაურკვეველი მდგომარეობაა. ერთს ლაპარაკობს შსს და რეალობა სულ სხვა არის ხოლმე. ამ რეალობაში გავერკვევით. დეტალებში, ფაქტობრივ გარემოებებში. დიდი ალბათობით რეალობა განსხვავებულია,” – განაცხადა ადვოკატმა.

“კურიერს” ინფორმაციით დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის ძველი კონფლიქტის გამო მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 20 აპრილს ყინწვისის მონასტერში დაიწყო, რის შემდეგაც მამა დავით კობაიძემ მისვე მეგობარ, მამა საბას ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილიდან ამოღებულია 7 ტყვია. დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია.

რუსთავი 2