სააკაშვილი მაჭავარიანზე – “მაქსიმუმ „ნახალოვკის“ რომელიმე ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე”

სააკაშვილი მაჭავარიანზე - "მაქსიმუმ „ნახალოვკის“ რომელიმე ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე"საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანე მაჭავარიანი გამოეხმაურა საქართველოში გაკეთებულ კომენტარებს, რომელიც მის შეთავაზებას მოჰყვა, რომელიც მის მიერ ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობის პირობებში ფინანსური სახსრების მოძიებას უკავშირდება.
“ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩემი შეთავაზებისგან არაფერი არ გამოვა, ეს ყველაფერი ტყუილია და თვითონ 3 მილიარდი ლარი მისცეს ხალხს. არანაირი 3 მილიარდი ლარი არ არსებობს, ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაიტანეს, მაგრამ მათ ფიზიკურად არ აქვთ ეს ფული”.

ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილმა  ფინანსთა მინისტრისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მისი მხრიდან უცხოური ინვესტიციების მოძიება მმართველი გუნდის ინტერესებშიც შედის და ეს საკითხი თითოეულ ქართველის, ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენას ეხება.

„საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ „ნახალოვკის“ რომელიმე ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე, მსოფლიოს ინსტიტუტებში ასეთ ხალხს არავინ არ დაელაპარაკება. თქვენივე ინტერესებშია, რომ მომცეთ საშუალება საქართველოსთვის გამოვაწვდენინო დახმარების ხელი ჩვენ მეგობრებს. ეს ეხება თითოეულ ქართველს და ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენას, ზუსტად ვიცი რა მოხდება თუ არ იქნება ძალიან მასშტაბური უცხოური ფულის შემოდინება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის: ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმულ ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა:  „სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ,“ ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

აიპრესი