სააკაშვილი ზელენსკის შეთავაზებას დათანხმდა – “მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში”

სააკაშვილი ზელენსკის შეთავაზებას დათანხმდა - "მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში"საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის მთავრობაში დაბრუნდეს და რეფორმების მიმართულება ჩაიბაროს.

ამის შესახებ უკრაინული გამოცემა ლიგა.ნეტ წერს და ასახელებს კონკრეტულ თანამდებობასაც, როპმელიც, შესაძლოა, სააკაშვილმა დაიკავოს: ვიცეპრემიერი რეფორმების კუთხით.

გამოცემა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს პოსტი მთავრობაში,

ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის ოფისის პრესსპიკერი, დარინა ჩიჟი.

აღნიშნულ საკითხს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„ჩემთვის დიდი პატივია მივიღო შეთავაზება პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომ გავხდე უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილე რეფორმები საკითხებში. მე ასევე მქონდა ძალიან ინფორმატიული და სასარგებლო საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც მთავრობაში ჩემს შესაძლო მუშაობას ეხებოდა.

პრეზიდენტის გუნდთან ერთად, მე მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დღევანდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყველაზე ნაკლებ დანაკარგებით დაძლიოს და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას.

იმედი მაქვს, რომ გუნდის საიმედო წევრი ვიქნები და გამოვადგები უკრაინელ ხალხს, მათთვის სასარგებლო რამის გაკეთებით. ასევე ვიმედოვნებ, რომ გამოვიყენებ ჩემ საერთაშორისო გამოცდილებას, რომ ვიყო სამთავრობო გუნდის სარგებლის მომტანი წევრი, მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, რათა გაძლიერდეს უკრაინის პრესტიჟი და მისი ინტეგრაცია საერთაშორისო საზოგადოებაში, რათა პირველ რიგში დავიცვათ უკრაინელი ხალხის ინტერესები და წვლილი შეიტანოთ ქვეყანაში პროგრესირებაში“, _ დაწერა სააკაშვილმა.