საბურთალოზე ქალს საკუთარ სახლში გარედან ნასროლი ტყვია მოხვდა და მოკლა

საბურთალოზე ქალს საკუთარ სახლში გარედან ნასროლი ტყვია მოხვდა და მოკლათბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე შუახნის ქალი სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როცა აღნიშნული შემთხვევა მოხდა. ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და ქალს ტყვია მოხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.