სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მერაბ წურწუმია ამჟამად კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ წურწუმია გასულ წელს დაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი 1990 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

