სერხიო ბუსკეტსი: “ სეზონის განახლება რთული იქნება“

სერხიო ბუსკეტსი: “ სეზონის განახლება რთული იქნება“ბარსელონას ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა რომ სეზონის განახლება რთული იქნება, რადგან საზოგადოებაში დიდი შიში არსებობს იმის რომ ვირუსი უფრო გავრცელდება. ბუსკეტსის თქმით მას არ გაუკვირდება, თუ სეზონი საერთოდ არ განახლდა:

“მესმის იმ ადამიანების ვისაც ეშინია განვითარებული პროცესების და ცდილობს ფრთხილად იყოს. თუ სეზონი არ განახლდა, ეს ჩემთვის ძალიან გასაკვირი არ იქნება, რადგან რთულია ასეთ დროს ფეხბურთზე იფიქრო. მიუხედავად ამისა, იმედი არ დამიკარგავს რომ წელს ფეხბურთს ისევ ვითამაშებთ“.