სოლსკიაერი: “კარანტინამდე კარგ ფორმაში ვიყავით“

სოლსკიაერი: “კარანტინამდე კარგ ფორმაში ვიყავით“მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მისი გუნდისთვის სეზონი ცუდ დროს შეწყდა, რადგან ისინი თითქმის ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ. სოლსკიაერის თქმით თავიდან ფორმაში შესვლა იოლი არ იქნება:

“სამწუხაროა რომ სეზონი დროებით შეჩერდა, რადგან ჩვენთვის ეს კარგი პერიოდი იყო, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, რადგან ასეა საჭირო. როდესაც ფეხბურთი განახლდება, ჩვენ ოპტიმალურ ფორმაში შესვლა გაგვიჭირდება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“.