სოლსკიაერი: “ ფეხბურთელებს ოპტიმალურ ფორმაში ყოფნას ვერ მოვთხოვ“

სოლსკიაერი: “ ფეხბურთელებს ოპტიმალურ ფორმაში ყოფნას ვერ მოვთხოვ“მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ კარანტინის დროს ფეხბურთელებმა ინდივიდუალურად უნდა ივარჯიშონ, მაგრამ ის ვერ მოთხოვს მათ ოპტიმალურ ფორმაში ყოფნას:

“ყველანი ვნერვიულობთ და ამ პერიოდში ფეხბურთელებს ვერ მოვთხოვ რომ მათ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრონ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ვარჯიშობენ ინდივიდუალურად და ცდილობენ რომ ფორმაში იყვნენ. ყველას გვინდა რომ ფეხბურთი დაგვიბრუნდეს, მაგრამ არ ვიცით ეს როდის მოხდება, თუმცა იმედი მაქვს, რომ სეზონს დავასრულებთ“.