სპეცოპერაცია ბათუმში – დააკავეს 2 უცხოელი

სპეცოპერაცია აჭარაში – დაახლოებით სამი საათის განმავლობაში სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული მახინჯაურში.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ახალგაზრდობის გამზირზე, პირველ ნომერში ჩაატარეს.

“კურიერის” ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე.

ისინი თავს საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ.

რუსთავი 2