სტივენ ჯერარდი: “ ფეხბურთელების ხელფასების შემცირება აუცილებელია“

სტივენ ჯერარდი: “ ფეხბურთელების ხელფასების შემცირება აუცილებელია“ლივერპულის ლეგენდამ და გლაზგო რეინჯერსის მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა რომ ამჟამინდელ მდგომარეობაში აუცილებელია რომ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირდეთ და ეს თანხები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდებში გადაირიცხოს:

“ყველას უნდა ესმოდეს რომ  ვირუსს ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ და მსხვერპლიც გავიღოთ. ამ შემთხვევაში მართებულად მიმაჩნია რომ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირდეთ. ამის გამო სკანდალის მოწყობა საჭირო არ არის, თუ ეს ასე მოხდა“.