თბილისიდან მადრიდში საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად თვითმფრინავი გაფრინდა

თბილისიდან მადრიდში საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად თვითმფრინავი გაფრინდადღეს სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება საგანგებოდ ამისთვის საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავი ესპანეთის მიმართულებით ცოტა ხნის წინ გაფრინდა.

პარალელურად, “ჯორჯიან ეარვეისის” ავიაკომპანიამ მადრიდში 20 ადამიანი გადაიყვანა, მათ შორის 18 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო ორი საქართველოს.

საგანგებო რეისები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად კვირაში თითქმის სამჯერ სრულდება. მთავრობის ხელშეწყობით დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ქვეყანაში ორგანიზებულად 8 ათასზე მეტი პირი დაბრუნდა.

რუსთავი 2