თბილისში ვერეს ხეობაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში ვერეს ხეობაში მამაკაცის ცხედარი იპოვესთბილისში, ვერეს ხეობაში პოლიციამ მამაკაცის ცხედარი იპოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.