თვითდასაქმებულების ოჯახების 46% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა 

თვითდასაქმებულების ოჯახების 46% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა პანდემიის პირობებში კრიზისის დროს ოჯახების რა ნაწილი აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ? – ეკონომისტებმა ირაკლი ყიფიანმა და დურუ მახარაძემ მორიგი კვლევა ჩაატარეს.

გაირკვა, რომ კრიზისის პერიოდში, თვითდასაქმებული ოჯახების თითქმის ნახევარი – 46%, აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ჯამში კი 165.000 ოჯახი. ანუ კრიზისის პერიოდში, მთლიანი მოსახლებიდან, ოჯახების 31.4%-36.5% აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ჯამში, 376 ათასი – 436 ათასი ოჯახი.

“კრიზისის პერიოდში შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს ბაზების დალაგება და კრიზისისგან დაზარალებულების ზუსტი იდენტიფიცირება. ამიტომ, სოციალური პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს გამორიცხვის მეთოდს, თუ ვის არ ეკუთვნის და არა, ვის ეკუთვნის, დახმარება. თუ ჩვენ წავალთ ამ მეთოდით, რომ გამოვრიცხოთ, ვის არ ეკუთვნის, შესაძლებელი გახდება მაღალშემოსავლიანი ჯგუფების და საჯარო მოხელეების გამოკლება.

ამ მიდგომით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიღებს ფულად დახმარებას და ეს გამორიცხავს, რომ დახმარების გარეშე დარჩნენ კრიზისით დაზარალებული ოჯახები”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ნიუპოსტი