ტომას მიულერი – “ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

ტომას მიულერი - “ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“ბაიერნის შემტევმა ტომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა და თქვა რომ მის გუნდს ისევ შეუძლია ამ ტურნირის მოგება, რადგან ბაიერნში ძლიერი პროფესიონალები არიან შეკრებილნი:

“ ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2013 წელს მოვიგე და იმ შეხვედრას არასოდეს დავივიწყებ. ძალიან მინდა რომ ის შეგრძნება ისევ განვიცადო და ჩვენ ეს შეგვიძლია. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგა მალე განახლდება და ყველა სიამოვნებას მივიღებთ ამ ტურნირით“