უეფა სეზონის განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მაისის ბოლოს მიიღებს

უეფა სეზონის განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მაისის ბოლოს მიიღებსუეფა 27 მაისს ვიდეო კონფერენციას ჩაატარებს, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იმის შესახებ თუ როდის განახლდება ევროპაში შიდა ჩემპიონატები და ევროტურნირები. მანამდე კი ევროპის წამყვანი ქვეყნები შეაჯამებენ მიმდინარე პროცესებს და უეფას თავიანთ გეგმას შესთავაზებენ.

ყველაზე ახლოს ჩემპიონატის განახლებასთან გერმანია არის, რომელიც ამის გაკეთებას 9 მაისს აპირებს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.