ვან დეიკი: “მესი ყველაზე რთული მეტოქე იყო“

ვან დეიკი: “მესი ყველაზე რთული მეტოქე იყო“ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა თავის ყველაზე რთულ მეტოქეებზე ისაუბრა და თქვა რომ მესის წინააღმდეგ უშეცდომოდ  თამაში თითქმის შეუძლებელია:

“როდესაც შენს წინააღმდეგ სხვა ფეხბურთელები არიან, მათი გაკონტროლება შეიძლება, მაგრამ მესი სულ სხვა დონეა. ის ძალიან სახიფათო მოთამაშეა და მისგან ყოველთვის უნდა ელოდო რაიმე ექსტრაორდინალურს. ვფიქრობ მსოფლიოში არცერთი მცველი მის წინააღმდეგ თავს კომფორტულად არ იგრძნობს“.