200 მოდელის ონლაინ პოდიუმი – ბლუბელამ ვირტუალური შოუ მოაწყო – ვიდეო

200 მოდელის ონლაინ პოდიუმი - ბლუბელამ ვირტუალური შოუ მოაწყო - ვიდეოსაყოველთაო იზოლაციის ფონზე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნების ერები იძულებულნი არიან, რომ მთავრობის მიერ გაცემულ ბრძანებებს დაემორჩილონ და სახლში დარჩნენ, მოდური ბრენდები მიმართავენ კრეატიულ ქმედებებს, რათა წარმოადგინონ თავიანთი სამოსის კოლექციები მომხმარებელთა მოსახიბლად.

ქალის თეთრეულის კომპანია ბლუბელამ გამართა მსოფლიოში ყველაზე დიდი საპოდიუმო ჩვენება კარანტინის განმავლობაში, სადაც 200-ზე მეტი მოდელი იღებდა მონაწილეობას და თავიანთი ლამაზი სხეულით უწევდა რეკლამას სხვადასხვა სახის ქალის თეთრეულის ნიმუშებს.

კომპანიის დამფუძნებლის, ემილი ბენდელის თქმით, კარანტინის გამო ღონისძიების გაუქმების ნაცვლად მისი ვირტუალურად დისტანციურ რეჟიმში ჩატარების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„მოდის ინდუსტრიას შექმნილ სიტუაციასთან ადაპტაცია სჭირდება“, – განაცხადა ემილი ბენდელმა.

კომპანიამ გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, სადაც 18-იდან 50 წლამდე ასაკის 200-მდე ქალი იღებდა მონაწილეობას.

ნიუპოსტი