26 წლის ავთო კალანდაძე ნათესავმა 30.000 დოლარის გამო მოკლა

26 წლის ავთო კალანდაძე ნათესავმა 30.000 დოლარის გამო მოკლა21 მაისს სოფელ გუთურში 26 წლის ავთო კალანდაძე ვალის გამო სასიკვდილოდ ნათესავმა გაიმეტა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, სისხლიან ანგარიშსწორებას ახლობლებს შორის დაძაბული სატელეფონო საუბარი უძღოდა, რის შემდეგაც სანადირო თოფით შეიარაღებული მამაკაცი მსხვერპლთან სახლში მივიდა და სანადირო თოფიდან ესროლა.

მოკლულის ახლობლები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ გაიგეს ორი გასროლის ხმა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი 30 ათასი დოლარი იყო, რომლის დაბრუნებასაც ბრალდებული ითხოვდა.

სისხლიანი გარჩევის შემდეგ ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი