ამერიკელი ქალის ოჯახმა გზაზე 1 მილიონი დოლარი იპოვა

ამერიკელი ქალის ოჯახმა გზაზე 1 მილიონი დოლარი იპოვა18 მაისს ამერიკულმა ოჯახმა გზაზე 1 მილიონი დოლარი იპოვა.

მანქანას, რომელშიც ოჯახი იჯდა, მართავდა ემილი შანცი, ვირჯინიის შტატის კეროლაინის ოლქის მცხოვრები. გზის პირას მათ დაინახეს დიდი უცნაური ჩანთა. ქალმა იფიქრა, რომე ეს ნაგვის ტომარა იყო და მანქანა გააჩერა, ტომრის გადასაგდებად.

ჩანთაში ოჯახმა პლასტიკის პაკეტები იპოვა, რომლებზედაც ეწერა “სალაროს საცავი” და ფოსტის ლოგოტიპი ჰქონდა. ჩანთიდან რამდენიმე მეტრში ოჯახმა ასეთივე მეორე  ჩანთა იპოვა, რომელშიც ასევე პლასტიკის პაკეტები ეწყო.

შანცმა მაშინვე დარეკა ადგილობრივ პოლიციაში და ჩანთების შესახებ აცნობა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა გახსნეს ჩანთებში და მათში ჯამში 1 მილიონი დოლარი იპოვეს.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს ჩანთები ფოსტის თანამშრომლებმა დაკარგეს, რომლებსაც ისინი გადაჰქონდათ, თუმცა რა მოხდა სინამდვილეში, ჯერჯერობით უცნობია.

პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ემილი შანცმა თქვა:

“ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ არ შეგვეძლო აგვეღო ის, რაც არ გვეკუთვნის.”

ამერიკელი ქალის ოჯახმა გზაზე 1 მილიონი დოლარი იპოვა