ანდრეი შევჩენკო: “მინდა რომ მომავალში მილანის მწვრთნელი გავხდე“

 

ანდრეი შევჩენკო: “მინდა რომ მომავალში მილანის მწვრთნელი გავხდე“მილანის ლეგენდამ ანდრეი შევჩენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ მას სურს მილანში დაბრუნება, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ შეუძლია, რადგან ის უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელია:

“ჯერჯერობით არსად წასვლა არ შემიძლია, რადგან უკრაინის ნაკრებში ბევრი სამუშაო მაქვს, მაგრამ მომავალში შეიძლება ყველაფერი მოხდეს და მილანში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. მილანი ძალიან მიყვარს და ამ გუნდის განვითარებაში მინდა რომ ჩემი წვლილი შევიტანო“.

ანდრეი შევჩენკომ მილანში 6 წელი გაატარა და ის ამ გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.