ავარია იუსტიციის სახლთან – 3 ადამიანი დაშავდა

ავარია იუსტიციის სახლთან - 3 ადამიანი დაშავდათბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იპნ