ავარია სართიჭალაში – მოტოციკლზე მჯდარი ქალი და მამაკაცი დაიღუპნენ

ავარია სართიჭალაში - მოტოციკლზე მჯდარი ქალი და მამაკაცი დაიღუპნენსართიჭალაში მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ქალი და მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდები ადგილზევე დაიღუპნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.