ბაჩუკი ქარდავა – ანრი ოხანაშვილი ბჟოტიალობს, ბიჭი ძალიან შორს არის რაღაც-რაღაცებისგან

ბაჩუკი ქარდავა - ანრი ოხანაშვილი ბჟოტიალობს, ბიჭი ძალიან შორს არის რაღაც-რაღაცებისგან “ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილისთვის თუ ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის წარმატება არ ახარებს, „შურიანია”, ოპოზიციისთვის დეპუტატი, უბრალოდ, “ბჟოტიალობს“.

როგორც „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ სააგენტოსთან განაცხადა, რა მდგომარეობაშიც  ახლა ქვეყანა იმყოფება, ოხანაშვილი ამას საერთოდ ვერ აცნობიერებს.

“ოხანაშვილი ბჟოტიალობს. მის განცხადებას სერიოზულს ვერ ვუწოდებ. ბიჭი ძალიან შორს არის რაღაც-რაღაცებისგან.

ოპოზიციას ის ტკივა, რომ ქვეყნას არავინ მართვს. სამწუხაროდ, ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილი თავისი  პირადი ამოცანებისთვის მოვიდა ხელისუფლებაში და პირადი ამბიცების დაკმაყოფილებაში ხელისუფლებას იყენებს. მთავრობა, პოლიცია, პროკურატურა, პარლამენტი, სასამართლოები – ეს ყველაფერი არის მის საკუთრებაში. ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის“,- განაცხადა ქარდავამ “2020NEWS“-თან.

ინფორმაციისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ ანრი ოხანაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია: “სამწუხარდ, ეს ოპოზიციური ჯგუფები მოქმედებენ პრინციპით: თუ თვითონ არ მართავენ, ქვეყნის წარმატებაც კი შურთ”.