ბარსელონას და მადრიდს შეზღუდვების შერბილების პირველ ეტაპზე გადასვლის უფლება მისცეს

ბარსელონას და მადრიდს შეზღუდვების შერბილების პირველ ეტაპზე გადასვლის უფლება მისცეს22 მაისს ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ 24 საათში ქვეყანაში კოვიდ 19-ით 56 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ ციფრში შედის წინა 2 დღეში კატალონიაში გარდაცვლილთა რაოდენობაც, რაც ამ დღეების სტატისტკაში ვერ მოხვდა ტექნიკური პრობლემების გამო.

გასულ 24 საათში ინფიცირების 446 ახალი შემთხევეა დაფიქსირდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 28.628-ს მიაღწია. შენარჩუნდა ბოლო დღეების ტენდენცია, რაც 100-ზე ნაკლებ გარდაცვლილს გულისხმობს 1 დღე-ღამეში.

ჯანდაცვის სამინისტრომ დაასახელა ქვეყნის ის რეგიონები, რომლებიც შეზღუდვების შერბილების შემდეგ ეტაპზე გადავლენ.

მას შემდეგ, რაც მას ორჯერ უარი ეთქვა, მადრიდის რეგიონს პირველ ეტაპზე გადასვლის უფლებას მისცემენ.

ბარსელონას თავის გარეუბნებთან ერთად ასევე მიეცემა პირველ ეტაპზე გადასვლის უფლება, ისევე, როგორც კასტილიის რეგიონს.

ამავე დროს, ესპანეთის მოსახლეობის 47%-ს უკვე მეორე ეტაპზე გადასვლის უფლებას მისცემენ.