ბარსელონას ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ბარსელონას ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენკატალონიის ბარსელონას ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ და ისინი კამერებმა დააფიქსირა. ფეხბურთელებს დამცავი პირბადეები ეკეთათ და მათ მსუბუქად ივარჯიშეს. ვარჯიშზე ბარსელონას ლიდერებიც იმყოფებოდნენ, მაგალითად ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი.

ფეხბურთელებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ და სავარჯიშო მოედანი მალე დატოვეს. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის განახლდება ესპანეთის ჩემპიონატი, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს შესაძლოა ივნისში მოხდეს, თუ კორონავირუსის პანდემიამ უკან დაიხია.