ბარსელონაში ნისანის მუშებმა საბურავები გადაწვეს – ვიდეო

ბარსელონაში ნისანის მუშებმა საბურავები გადაწვეს - ვიდეობარსელონაში ასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქცია გამართა და საბურავები დაწვა. აქციის მიზეზი იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია „ნისანის“ მიერ ბარსელონაში ქარხნის დახურვის გადაწყვეტილება გახდა.

ქარხნის თანამშრომლებმა ავტოინდუსტრიისა და ბარსელონას ქარხნების ერთიანი ევროპული მხარდაჭერა მოითხოვეს.

ამასთან, დემოსტრანტების აზრით, უსამართლობაა, როცა კომპანია ქარხნებს ინარჩუნებს მაგალითად, ინგლისში, ხოლო იმავე ევროპული ქოლგის ქვეშ მყოფ ესპანეთს მხარს არ უჭერს. ქარხნის დახურვა პირდაპირ შეეხება მასში დასაქმებულ 3.000-მდე თანამშრომელს, ხოლო ირიბად – 25.000-მდე სამუშაო ადგილს შეუქმნის საფრთხეს.

„ნისანის“ განცხადებით, ის ბარსელონაში ქარხანას დეკემბერში დახურავს, რათა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ხარჯები შეამციროს.