“ბასილაშვილებმა მოითხოვეს, რომ ნეკა დოროყაშვილი გაყრის მერე 7 წელი არ გათხოვილიყო” – ადვოკატის ინფორმაცია

"ბასილაშვილებმა მოითხოვეს, რომ ნეკა დოროყაშვილი გაყრის მერე 7 წელი არ გათხოვილიყო" - ადვოკატის ინფორმაციანიკა ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველმა ანა აბაშიძემ “ღამის კურიერის” ეთერში ოჯახური ძალადობის საქმეზე ისაუბრა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილია ბრალდებული.

ანა აბაშიძის თქმით, ბასილაშვილის ოჯახს თავის დროზე ჰქონდა ნეკა დოროყაშვილის პირადი ცხოვრების შეზღუდვის მოთხოვნა და განქორწინების საქმეებს არა ნიკოლოზ ბასილაშვილი, არამედ დედამისი კურირებდა:

“ძალიან საინტერესო დეტალია და ამით მსოფლმხედველობასაც გაარკვევთ ბატონი ნიკოლოზის და მისი ოჯახის წევრების. როდესაც ისინი ავიდნენ ქალბატონი ნელის სახლში, მოითხოვეს განქორწინება, კონკრეტული პირობით, 7 წლის განმავლობაში ქალბატონ ნელის არ უნდა ექორწინა,” – განაცხადა ანა აბაშიძემ. მისი თქმით, პირადი ცხოვრების შეზღუდვის მოთხოვნას არავინ დაეთანხმა და ცოტა ხანში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, რომელსაც გენერალური მინდობილობა ჰქონდა, დაიწყო დავა ბავშვზე და განქორწინებაზე.

რუსთავი 2