ბოკერია გახარიას – “მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?”

ბოკერია გახარიას - "მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?"„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში ინტერპელაციით მისულ პრემიერს მიმართა და მას ტონის შეცვლა ურჩია.

ბოკერიამ პრემიერს გავრილოვის ჩამოყვანა და პანკისის სპეცოპერაციას შეახსენა.

„ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ… ვინ წაგახალისათ? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა გაგლანძღონ და დაგამცირონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის? თქვენ პატივს სცემთ იმათ ვინც გამცირებთ? ეგაა თქვენი კრედო? პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ მანქანები დაწვან, მერე ჩავარდეთ და მერე ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ კრიზისი იყოს და მერე ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი და მერე პასუხი არ აგოთ ამაზე?

დიდ გულზე იმათთან ხართ ვინც ცივილიზებულად გელაპრაკებათ, ხო? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ და რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ, ხო? კანონს და კონსტიტუციას ვინც ფეხებზე იკიდებს, კონსტიტუცია მკიდია და ქვეყნის მთავრობაო, იმასთან უნდა დაწვეთ და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდ გულზე უნდა იყოთ, ხო, სანამ უმრავლესობაში ხართ? ეგ არის რაც ქვეყანას გამოადგება თქვენი აზრით? მინდა გირჩიოთ ერთი რამ, ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას ითხოვენ ეს პოპულისტებიო და ხუთ დღეში რომ გახსენით. ახლა მოგვისმინეთ ჩვენი ინტერპელაცია რომ იქნება, ტონი შეიცვალეთ, სისულეები რომ გალაპარაკათ რეიტინგებზე თქვენმა გუნდმა, რაღაცა  ნაკლები სისულელე თქვათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანას, თორემ თქვენი რეპუტაცია არ მანაღვლებს“, – განაცხადა ბოკერიამ.