ბოკერია გახარიას – “თქვენ გვერდზე რომ ზის, ქალბატონი წულუკიანი – ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი, მოხსნით თანამდებობიდან?!”

ბოკერია გახარიას - “თქვენ გვერდზე რომ ზის, ქალბატონი წულუკიანი – ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი, მოხსნით თანამდებობიდან?!”“ბატონო პრემიერო, თქვენ რომ ამბობთ ის სენატორები ჩვენი ქვეყნის პარტნიორები არიანო, აი თქვენ გვერდზე რომ ზის, ქალბატონი წულუკიანი – ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი, მოხსნით თანამდებობიდან თავისი განცხადებების გამო? თითებს ვიჭამდი უგულავა და ოქრუაშვილი რომ გამოვიდნენო. მოხსნით ამ განცხადებების გამო?” – ასე მიმართა ”ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემოერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლისას.