ჩოხატაურში აფეთქება მოხდა

ჩოხატაურში აფეთქება მოხდაჩოხატაურში, სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. დაზიანებულია „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი, შენობის კედლები, ჩასხვრეულია მინები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

პირველი არხი